1. პროექტის სახელწოდება: ,,მერსედესი გუშინ, დღეს,,
2. პროექტის მოკლე აღწერა: ცნობილი ბრენდის ,,მერსედესის,, შექმნის და განვითარების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შეგროვება.
3. პროექტის სრული აღწერა: Daimler-Motoren-Gesellshaft კომპანიის ისტორია აითვლება 1900 წლიდან. გარდა მანქანებისა ის აწარმოებდა ავიაციური და გემების ძრავებს. ამან გამოიწვია 1909 წელს ახალი ლოგოტიპის შემოღება -სამსხივიანი ვარსკვლავი, ამ მარკის წარმატების სიმბოლო წყალზე, ხმელეთზე და ჰაერში. 1926 წელს მოხდა ორი კომპანიის შერწყმა . Daimler da Benz.
გოთლიბ დაიმლერი არის პირველი 4 ბორბლიანი მანქანის და Dimler-Motoren-Gesellschaft დამფუძნებელი. 1901 წელს გამოშვებულ მანქანას ეწოდა მერსედესი. (ბენცის ერთ–ერთი პარტნიორის უმცროსი ქალიშვილის სახელი).
პირველი Mercedes-35p5 იყო 4 ცილინდრიანი ძრავით.პირველი ომის შემდეგ დროინდელ მანქანებს შორის იყო Merscedes 28/95PS 6 ცილინდრიანი ძრავით.
1926 წელს, როდესაც Daimler da Benz-ი შეერთდა მას სათავეში ჩაუდგა ფერნანდ პორშე, მან მთლიანად განაახლა წარმოება და მოდელები, 1928 წელს პორშემ დატოვა კომპანია და მას ახლა უკვე ჰანს ნიბელი ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გაუშვეს Mannheim-370 6 ცილინდრიანი ძრავით მოცულობით 3,7 ლიტრი და Nurburg-500 8 ცილინდრიანი 4,9 ლიტრიანი აგრეგატით, რომლის ბაზა პორშეს ბოლო მოდელები იყო.
1935 წელს მაქს ზაილერის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეცვალა ნიბელი, შეიქმნა დაბალფასიანი და პოპულარული მანქანა170V მოდელის, 4 ცილინდრიანი ძრავით, პირველი მანქანა დიზელის ძრავით.
1954 წელს გამოჩნდა მოდელი 300SL, კარების ტიპით ,,თოლიას ფრთები,,
1972 წელს დაარსდა ახალი თაობა S კლასი.
ეს სახელი და ემბლება დღეს 15 მილიარდი დოლარი ღირს. მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერები და ინჟინრები მუშაობენ მისი მოდელების დახვეწაზე.
მონაწილეთა ასაკი და ვადები: IXკლასიდან XII კლასამდე.
ვადები–ხანგძლივობა: 2010 წლის 15 მარტიდან 2010 წლის 15 მაისამდე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მასალების მოძიება ინტერნეტიდან,კვლევა ფოტოები
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას-შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ, შეიქმნება ვებ-გალერეა ფოტო მასალითა და ნახატებით; მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას აღნიშნული თემის შესახებ, ეს პრეზენტაციებიც განთავსდება პროექტის საიტზე.
სარგებელი სხვებისთვის-პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები მეტს შეიტყობენ აღნიშნული ბრენდის შესახებ , გააკეთებენ შედარებას მოდელებს შორის და რის მიხედვით გაუმჯობესდა ესა თუ ის მოდელი გამოიტანებენ შესაბამის დასკვნას.
სამუშაო ენა- ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში:საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში მასალების მოძიებით,დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით), ფიზიკაში, უცხო ენაში, ხელოვნებაში და სხვა
понедельник, 22 марта 2010 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий